ინფორმაცია / სასარგებლო ინფო / მუდმივი ბინადრობის მოწმობა
ოფიციალური ვებ გვერდი – http://www.justice.gov.ge/imigracia.html
ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობა.
დროებითი ბინადრობის ნებართვა
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 6 წლით საქართველოში 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენის მსურველ იმ უცხოელზე, რომელიც:
ა) საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
ბ) საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;
გ) მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;
დ) არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;
ე) იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია.
წარსადგენი დოკუმენტები:
1. უცხოელისთვის, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას (მათ შორის თავისუფალი პროფესიის ადამიანებს):
ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) საქართველოში მუშაობის დამადასტურებელი საბუთი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი); თავისუფალი პროფესიის ადამიანებისთვის ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე ბოლო ერთი წლის მანძილზე თანხის ბრუნვას;
დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი
ე) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ვ) 2 ფოტო 3X4
2. უცხოელისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;
ა) ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) საქართველოს სამკურნალო დაწესებულების ცნობა იმის თაობაზე, რომ პირს ესაჭიროება მკურნალობა საქართველოში ან სასწავლო დაწესებულების ცნობა უცხოელის სასწავლებელში ჩარიცხვის ან სწავლის გაგრძელების თაობაზე (მკურნალობის ან სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);
დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი
ე) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ვ) 2 ფოტო 3X4
3. უცხოელისთვის, რომელიც მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს:
ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;
დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი
ე) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ვ) 2 ფოტო 3X4
4. უცხოელისთვის, რომელიც არის საქართველოს მოქალაქის მეურვე, მზრუნველი ან იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი ცნობა;
დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი
ე) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ვ) 2 ფოტო 3X4
5. უცხოელისთვის, რომელიც არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია.
ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა); შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა;
დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი
ე) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ვ) 2 ფოტო 3X4
-
სათანადო საბუთების წარმოდგენის შემდეგ დაინტერესებული უცხოელი მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის სახელზე ავსებს დადგებილი ფორმის განცხადება – შუამდგომლობას.
-
საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიალურად დამოწმებული და ლეგალიზებული.
-
დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სათანადო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 30 დღეს.
-
სახელმწიფო ბაჟი - 180 ლარი. გადახდილი ანგარიშის ნომერზე 200122900; სახაზინო კოდი
300773080 დანიშნულება - დროებითი ბინადრობის ნებართვა
კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის, ვაკის ან საბურთალოს სამსახურებს აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში (930 -1700).
დოკუმენტების ჩაბარების შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის კანცელარიას
საკონტაქტო ტელეფონი 758231.
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება ხდება იმავე პირობების შესაბამისად, როგორითაც მისი გაცემა.
მუდმივი ბინადრობის ნებართვა
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:
ა) უცხოელს, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;
გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.
წარსადგენი დოკუმენტები:
1. უცხოელისთვის, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში
ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) ჯანმრთელობის ცნობები (კეთრი, აივ-ინფექცია/შიდსი, ტუბერკულოზი);
დ) საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;
ე) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი;
ვ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ზ) 2 ფოტო 3X4.
2. საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;
ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) ჯანმრთელობის ცნობები (კეთრი, აივ-ინფექცია/შიდსი, ტუბერკულოზი);
დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი;
ვ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ზ) 2 ფოტო 3X4.
3. უცხოელი, რომელიც არის მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტ-ტექნიკოსი, სპორტსმენი და ხელოვნების მოღვაწე, რომლის ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.
ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) ჯანმრთელობის ცნობები (კეთრი, აივ-ინფექცია/შიდსი, ტუბერკულოზი);
დ) საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;
ე) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი;
ვ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ზ) 2 ფოტო 3X4.
-
სათანადო საბუთების წარმოდგენის შემდეგ დაინტერესებული უცხოელი მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის სახელზე ავსებს დადგებილი ფორმის განცხადება – შუამდგომლობას.
-
საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიალურად დამოწმებული.
-
მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სათანადო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 3 თვეს.
-
სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარი. გადახდილი ანგარიშის ნომერზე 200122900; სახაზინო კოდი 300773080, დანიშნულება – მუდმივი ბინადრობის ნებართვა.
განსაკუთრებული შენიშვნები:
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროება შემდეგი კატეგორიის უცხოელებს:
ა) პირებს, რომლებიც 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;
ბ) პირებს, რომელთაც შეუწყდათ (მოქალაქეობიდან გასვლის ან მოქალაქეობის დაკარგვის ფორმით) საქართველოს მოქალაქეობა, თუ ისინი მუდმივად საცხოვრებლად რჩებიან საქართველოში.
კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში (930 -1700).
დოკუმენტების ჩაბარების შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის კანცელარიას
საკონტაქტო ტელეფონი 758231
განახლებულია: 2008-05-03
|