/ თბილისის აეროპორტი / ინფორმაცია

დარბაზისმომსახურება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში 2 CIP დარბაზი (ჩამოფრენისა და გამგზავრების) და ერთი ბიზნესდარბაზია განთავსებული. თითოეული დარბაზი შედის “Primeclass” CIP Service-ის მიერ მოწოდებული მომსახურების პაკეტში, რომელსაც უზრუნველყოფს `tავ საქართველო~. “Primeclass”-ის სრული მომსახურების პაკეტი შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს სტუმრების ყველაზე მაღალი მოთხოვნები.

საკონფერენციო დარბაზი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებისათვის ფუნქციონირებს `tავ~-ის საკონფერენციო დარბაზი, ისე რომ დატვირთული გრაფიკის მქონე საქმიან ადამიანებს უპრობლემოდ შეუძლიათ ტერმინალიდან გაუსვლელად ისარგებლონ სრულად და ეფექტურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით.

ტუალეტები და სპეციალური დანიშნულების ოთახები
პირველ სართულზე (დამხვედრთათვის განკუთვნილ დარბაზში) განთავსებულია ტუალეტები და სპეციალური დანიშნულების ოთახები: 3 ტუალეტი ქალბატონებისათვის და 3 – მამაკაცებისათვის, 2 ტუალეტი ინვალიდებისათვის, 2 დასუფთავებისათვის განკუთვნილი და 2 ჩვილი ბავშვების მოსავლელი ოთახი. პირველ სართულზე ბარგის გაცემის დარბაზთან არის 1 ტუალეტი ქალბატონებისა და 1 – მამაკაცებისათვის, 1 ტუალეტი ინვალიდებისათვის, 2 ჩვილი ბავშვების მოსავლელად და 1 დასუფთავებისათვის განკუთვნილი ოთახი. შუალედურ სართულზე, საპასპორტო კონტროლის განყოფილების წინ, არის 1 ქალბატონებისა და 1 მამაკაცთა ტუალეტი, 1 ტუალეტი tualeti ინვალიდებისათვის და 1 ჩვილ ბავშვთა მოსავლელად განკუთვნილი ოთახი. მეორე სართულზე (საპასპორტო კონტროლის პუნქტის შემდეგ) განთავსებულია 3 ტუალეტი ქალბატონებისათვის, 3 - მამაკაცებისათვის, 3 - ინვალიდებისათვის და 3 - დასუფთავებისათვის განკუთვნილი ოთახი.

საბარგოურიკებით მომსახურება
ბარგის გაცემის დარბაზის ტერიტორიაზე საბარგო ურიკების გამოყენება უფასოა. გამგზავრების სექტორში მგზავრებს ურიკების დაქირავება შეუძლიათ 2 ლარად გამგზავრების დარბაზის შესასვლელთან.

უსაფრთხოშეფუთვა
მგზავრებს შეუძლიათ თავიანთი ბარგის უსაფრთხოდ შეფუთვა გამგზავრების დარბაზის პირველ სართულზე.

შეხვედრისადგილი
პირველი სართულის ჩამოფრენის ნაწილში მდებარეობს შეხვედრის ადგილი.

აეროპორტის ტაქსი
აეროპორტის ტაქსი გელოდებათ ტერმინალის წინ, ჩამოფრენის დარბაზის მხარეს.

ფეხსაცმლისმწმენდავები (მიწოდებულიქნასშენიშვნისსახით)
ტერმინალის პირველ სართულზე მგზავრებს შეუძლიათ თავიანთი ფეხსაცმლის შეკეთება/წესრიგში მოყვანა და გაპრიალება ფეხსაცმლის მწმენდავებთან.

სუვენირები
გამგზავრების დარბაზის პირველ სართულზე სუვენირების მაღაზიაში მგზავრებს ქართული სუვენირების შეძენაც შეუძლიათ.

ახალისტენდი
გამგზავრების დარბაზის პირველ სართულზე მოთავსებულ წიგნების მაღაზიაში მგზავრებს ელით გასაყიდად გამოფენილი ყველა სახის ქართული გამოცემა.

ბანკომატები
პირველი სართულის შესასვლელი და გასასვლელი კარების გვერდით სხვადასხვა ბანკის რამდენიმე ბანკომატია განთავსებული.

მწვანეკუთხე

ჩამოფრენის დარბაზში, ბანკომატებისათვის განკუთვნილი კუთხის გვერდით, თქვენთვის განთავსებულია კიდევ ერთი - მწვანე კუთხე ნაირგვარი ყვავილებით.

აეროპორტის გადაუდებელი დახმარების სამედიცინო მომსახურება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პირველ სართულზე ფუნქციონირებს სამედიცინო მომსახურება.

აფთიაქი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალის პირველ სართულზე, სააფთიაქო 24-საათიან მომსახურებას უზრუნველყოფს PSP ჯგუფის აფთიაქი, რომელიც მზად არის მოგემსახუროთ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

ბანკები და ვალუტის გადაცვლა

TAV Exchange Office
: (+995 32) 433 213

Bank of Georgia
: (+995 32) 444 117

Republic Bank
: (+995 32) 433 181

TBC Bank
: (+995 32) 310 015



განახლებულია: 2008-05-03
   ყველა უფლება დაცულია. აირლაინს