ინფორმაცია / თბილისის აეროპორტი / პრაიმკლასი

თბილისისა და ბათუმის სრულიად ახალ აეროპორტებში მომსახურების ახლებური მიდგომაა.
კომფორტი, ხარისხი და ნებისმიერი რამ, რაზეც მგზავრობის დროს შეგიძლიათ იოცნებოთ..
თქვენ არა მარტო იმგზავრებთ, არამედ ისიამოვნებთ...
ამიერიდან თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის ახალი მისამართი აეროპორტში “Primeclass” CIP მომსახურება იქნება.

“Primeclass” CIP მომსახურებას ერთი ნაბიჯით უფრო წინ მიყავხართ, ვიდრე “VIP სტუმრად” ყოფნაა და შესაბამისად “Primeclass” მომსახურების Prime Pack პაკეტს გთავაზობთ.
გაინტერესებთ როგორ?

“Primeclass” CIP მომსახურება თბილისში - საქართველო

Prime Pack: იგი შედგება მომსახურების სრული პაკეტისაგან, რომლითაც მგზავრებს შეუძლიათ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ჩამოფრენისა და გამგზავრებისას ისიამოვნონ.
ელექტრონული ფოსტით ან ფაქსიმილეთი დაჯავშნის შემდეგ მგზავრებს, რომლებიც მიფრინავენ, აეროპორტის ტერმინალის შესასვლელთან შეეგებება “Primeclass” CIP მომსახურების თანამშრომელი და მათ შეეძლებათ, ისარგებლონ უფასო საბარგო ურიკით, ასევე ცალკე გაიარონ რეგისტრაცია და სასაზღვრო-გამშვები კონტროლის პროცედურა “Primeclass”-is პერსონალis დახმარებით და ისიამოვნონ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი დარბაზით, რომელიც განთავსებულია სასაზღვრო-გამშვები პუნქტის უკან.
დარბაზში მგზავრებს ელით ისეთი უფასო მომსახურება, როგორიცაა: ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი, ცივი, გაზიანი და ცხელი უალკოჰოლო სასმელები, აპერიტივები, მსუბუქი საუზმე, უკაბელო ინტერნეტკავშირი, ფაქსიმილე და ქსერომომსახურება. მათ სურვილისამებრ შეეძლებათ, უცქირონ ტელევიზორს, იკითხონ ყოველდღიური გამოცემები და დაისვენონ გაფრენის დრომდე.
ჩვენი თანამშრომლები სიამოვნებით მოემსახურებიან მგზავრებს, რომელთაც სურვილი ექნებათ გამგზავრებამდე ივაჭრონ ჩვენს “Duty Free” მაღაზიებში. გაფრენის დროის მოახლოებისას მგზავრებს შეეძლებათ თვითმფრინავთან მისვლა მოძრავი ხიდის ან ბაქნიდან VIP მანქანებიs საშუალებით.
ჩამოფრენისას მგზავრებს დახვდებიან ჩვენი თანამშრომლები და VIP მანქანებით მიაცილებენ ტერმინალში საგანგებოდ მათთვის განკუთვნილ დარბაზამდე. ჩვენი თანამშრომლები დახმარებას გაუწევენ სტუმრებს შემოსვლასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის გავლაში და გააცილებენ მათ ტერმინალიდან ბარგის აღების შემდეგაც კი.
ჩვენ არც ის სტუმრები დაგვვიწყებია, რომელთაც მგზავრების დახვედრა სურთ. ბარში კომფორტულად მოთავსებულთ შეუძლიათ, მიირთvan ყავა და მშვიდად დაელოდონ თვითმფრინავის დაშვებას. 
ყველა მგზავრს, ვისაც სურვილი აქვს, გამოიყენოს “Primeclass” CIP-is ერთ-ერთი მომსახურება – Prime Pack-ი – ჩვენ ვთავაზობთ დაჯავშნას 24 საათით ადრე.
ჩამოფრენისა და გამგზავრებისას გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულებაა 60 აშშ დოლარი (+დღგ) თითოეული მიმართულებით. ჩამოფრენისა და გამგზავრებისას არსებული მომსახურებების ადგილზევე (მაშინვე) დაჯავშნის შემთხვევაში გთავაზობთ 10% ფასდაკლებას (2 წლამდე ბავშვებისათვის მომსახურება უფასოა).
ჩვენი მგზავრების სურვილისა და არჩევანისამებრ, ასევე გთავაზობთ ტრანსფერულ (“Prime Transfer”) და სასტუმროს ჯავშნის მომსახურებას (Prime Hotel).
ჩვენ ვეპატიჟებით ყველა სტუმარს, ვისაც სურვილი აქვს, ისიამოვნოს ჩვენი სრულიად ახალი VIP სერვისით, გამოიყენონ “Primeclass” CIP მომსახურება.

“Primeclass” CIP დარბაზი



ყველა ავიაკომპანიისა და შეთანხმების საფუძველზე მოქმედი თანამშრომელი კომპანიების მგზავრებს ვთავაზობთ მოისვენონ დარბაზში, მიირთვან ალკოჰოლური სასმელები, ცივი, გაზიანი და ცხელი უალკოჰოლო სასმელები,
აპერიტივები, მსუბუქი საუზმე და ისარგებლონ უკაბელო ინტერნეტკავშირით უფასოდ.
ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ, ისარგებლონ და ისიამოვნონ საგანგებოდ მათთვის განკუთვნილი საშუალებებით, უცქირონ ტელევიზორს, იკითხონ ყოველდღიური გამოცემები და დაისვენონ მათი ფრენის დროის მოახლოებამდე.
საჭიროების შემთხვევაში მინიმალურ ფასად შესაძლებელი იქნება ფაქსიმილეთი და ქსერომომსახურებით სარგებლობა.
დარბაზი განთავსებულია გამგზავრების სართულზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის უკან. ის მოქმედებს “Prime Pack Passenger” მგზავრთათვის განკუთვნილი დარბაზისაგან დამოუკიდებლად და მისი გამოყენების ღირებულება შეადგენს 25 აშშ დოლარს (+დღგ). 
ჩვენ ვეპატიჟებით ყველა მგზავრს, ვისაც სურვილი აქვს, გამოცადოს ჩვენი სრულიად ახალი CIP სერვისი, ეწვიონ “Primeclass” CIP დარბაზს.



განახლებულია: 2008-05-02
   ყველა უფლება დაცულია. აირლაინს