ინფორმაცია / ვიზები / რუსეთი

ეს ინფორმაცია უბრალოდ დაგეხმარებათ საბუთების შეგროვებაში რუსეთის ვიზითვის, სასურველია ინფორმაცია გადაამოწმოთ რუსეთის ინტერესების სექციაში , თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 53.

მარტო ინფორმაცია, იხილეთ ეს: http://www.airlines.ge/1/viza/  

იხილეთ ვიზის აღების ახალი წესები: http://www.airlines.ge/1/viza/viza.html

ქვედა ინფორმაცია არის ძველი (მოქმედებდა 2008 წლის აგვისტომდე).
 
რუსეთის ვიზის მიღება:
 
        აკეთებთ რუსეთში მოწვევას (პრიგლაშენიე - 90 დღიანი), 1 თვე უნდა მოწვევის გაკეთებას.
        გიგზავნიან მოწვევას-ორიგინალს რუსეთიდან თქვენთან.
        ასევე უნდა გამოგიგზავნონ, ვინც გიკეთებთ მოწვევას მისი შიდა პასპორტის ასლი დამოწმებული ნოტარიუსით რუსეთში + მისი რეგისტრაციის ან ჩაწერის ფურცელის ასლი ან პასპორტში ჩაწერის გვერდის ასლი დამოწმებული ნოტარიუსით რუსეთში.
        რეკავთ რუსეთის ინტერესების სექციაში, იმისათვის რომ ჩაეწეროთ ვიზის ასაღებათ (ორშაბათი–პარასკევი, 9:30–12:30 საათებში) ამ ნომრებზე: 912675 (ეს ნომერი თითქმის სულ დაკავებულია, როცა გახვალთ ამ ნომრებზე, ეტყვით თქვენს სახელს, გვარს და მოწვევის ნომერს, საკონსულოში ალბათ დაგიბარებენ 1 თვის მერე).
        შეავსებთ სავიზო ანკეტას, საკონსულოს წინ არის ფირმები, რომლებიც დაგეხმარებიან სავიზო ანკეტის შევსებაში (10-15 ლარი), საჭიროა ასევე თქვენი 1 ფერადი სურათი (3x4).
         საკონსულოში მიიტანთ: მოწვევას–ორიგინალს, თქვენს პასპორტს (ვადა არ უნდა ჰქონდეს გასული + 9 თვე დამატებითი მოქმედების ვადა), ვინც გიწვევთ მისი პასპორტის ასლს – დამოწმებული ნოტარიუსით, ჩაწერის ან რეგისტრაციის ფურცელის ასლს დამოწმებული ნოტარიუსით (შეიძლება მის პასპორტში იყოს ეს გვერდი), 20 დოლარს – ვიზის თანხა, შიდსის ცნობას + თარგმანი რუსულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსით მოგთხოვენ იმ შემთხვავაში თუ გნებავთ ხანგრძლივი ვიზა (3 თვეზე მეტი). ვიზას მოგცემენ იმ დღეს, საღამოს.
        რუსეთის საკონსულოს ვებ გვერდი – http://www.georgia.mid.ru/2.html
        სასურველია ასევე გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია, ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს არ ვაგებთ.


განახლებულია: 2009-03-07
   ყველა უფლება დაცულია. აირლაინს