ინფორმაცია / ვიზები / პოლონეთი

ინფორმაცია ვიზების თაობაზე
შენგენის ზონა

2007 წლის 21 დეკემბერს  ევროკავშირის სხვა 8 ახალ წევრთან ერთად პოლონეთი შეუერთ და შენგენის ზონას - შიდა საზღვრებზე უკონტროლო ზონას შექმნილს 24 სახელმწიფოს მიერ*. ამ ქვეყნებმა მიიღეს მათ ტერიტორიაზე შესვლის და მოკლევადიანი ყოფნის ერთიანი პრინციპები.
იმისათვის, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა შეაღწიონ შენგენის ზონაში უნდა გააჩნდეთ მოგზაურობის ნამდვილი საბუთი, აგრეთვე ვიზა, თუ ის მოეთხოვებათ. მათ ასევე უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:
  • დაასაბუთონ მოგზაურობის მიზანი და დაგეგმილი მოგზაურობის პირობები, იქონიონ საკმარისი სახსრები ან იმყოფებოდნენ მისი კანონიერი მოპოვების მდგომარეობაში, როგორც დაგეგმილი ყოფნისათვის, ასევე მუდმივად ცხოვრების ქვეყანაში დასაბრუნებლად ან მესამე ქვეყანაში ტრანზიტისათვის, რომელშიც ამ პიროვნებას აქვს შესვლის გარანტია.
  • არ უნდა იყვნენ იმ პირთა სიაში, რომელთაც ეკრძალებათ შესვლაზე თანხმობა;
  • არ უნდა იყვნენ მიჩნეული პიროვნებად, რომელმაც შესაძლოა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი, ერთ-ერთი ხელშეკრულების მონაწილე მხარის უსაფრთხოება ან საერთაშორისო ურთიერთობა.
სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ, შეიძლება შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება. შენგენის ახალი ქვეყნების საჰაერო სასაზღვრო პუნქტებში კონტროლი მოიხსნება მხოლოდ 2008 წლის მარტის ბოლოს.
შენგენის ქვეყნები გასცემენ ერთიანი ვიზების შემდეგ ტიპებს, რომლებიც მის მფლობელს აძლევენ  შენგენის ზონაში შესვლისა და ყოფნის უფლებას:
  • აეროპორტის გავლით ვიზა (A) - ქმედითუნარიანია მხოლოდ თვითმფრინავით მოგზაური პირებისათვის, მის მფლობელს არა აქვს უფლება დატოვოს აეროპორტის სატრანზიტო ზონა,
  • სატრანზიტო ვიზა (B) - აძლევს შენგენის ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლებას არაუმეტეს 5 დღის ვადით,
  • მოკლევადიანი ვიზა (C) - აძლევს შენგენის ტერიტორიაზე 90 დღემდე ყოფნის უფლებას, პირველი შესვლიდან 6 თვის განმავლობაში.
ერთიანი ვიზების გარდა, შენგენის ქვეყნები გასცემენ გრძელვადიან ეროვნულ ვიზებს (D), აგრეთვე  ყოფნის ნებართვებს, რომლებიც ქმედუნარიანია მხოლოდ გამცემი ქვეყნის ტერიტორიაზე. გრძელვადიანი ეროვნული ვიზები მათ მფლობელებს აძლევენ შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში არაუმეთეს 5 დღის ვადით უვიზო ტრანზიტის უფლებას. შენგენის ერთერთი ქვეყნის მიერ გაცემული ყოფნის ნებართვის მფლობელებს შეუძლიათ იმოგზაურონ შენგენის ზონაში არაუმეტეს 3 თვის ვადით.
2007 წლის 21 დეკემბრის შემდეგ პოლონეთის მიერ გაცემული ვიზები და ყოფნის ნებართვები
2007 წლის 21 დეკემბრიდან პოლონეთი დაიწყო ერთიანი ვიზების (A,B.C) გაცემას, რომლებიც ქმედითუნარიანია შენგენის მთელს ტერიტორიაზე, აგრეთვე გააგრძელებს გრძელვადიანი ეროვნული ვიზების (D) და ყოფნის ნებართვების გაცემას, რომლებიც ქმედუნარიანია მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე.
2007 წლის 21 დეკემბრამდე და ამ თარიღის შემდეგ, გაცემული პოლონური (D) ვიზების მფლობელებს შეუძლიათ ტრანზიტული მიზნებით იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნების გავლით არაუმეტეს 5 დღის ვადით. 
პოლონეცში ყოფნის უფლების მფლობელებს შეუძლიათ შენგენის ზონის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილება არაუმეტეს 90 დღის ვადით.
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, დაჰყონ და იმოგზაურონ ტრანზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნამდვილი პასპორტების და ვიზების საფუძველზე.
ვიზების მისაღებად აუცილებელი დოკუმენტებია:
  • სავიზო ანკეტა პასპორტის, ეგრეთწოდებული ბიომეტრიული სურათით, ზომებით 3.5 X 4.5 სმ;
  • მოქმედი პასპორტი (ვადით მინიმუმ 3 თვისა პოლონეთიდან დაგეგმილი გასვლის დღიდან, უფრო ნაკლები მოქმედების ვადიანი პასპორტები არ მიიღება);
  • პასპორტის ქსეროასლი (პერსონალური გვერდი ფოტოსურათით);
  • სამედიცინო დაზღვევის ქსეროასლი;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან;
  • გამგზავრების მიზნის დასაბუთება:
1) მოწვევა:
  • ფიზიკური პირისაგან-ორიგინალი (დამტკიცებული ვოევოდის მიერ)
  • იურიდიული პირისაგან-ორიგინალი ან ფაქსი (მონაცემები მომწვევი ფირმის/ორგანიზაციის შესახებ, მოსაწვევი პირის მონაცემები, ჩამოსვლის მიზნები, ვიზიტის ხანგრძლივობა, ვინ დაფარავს მოწვეული პიროვნების პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის ხარჯებს).
2) პოლონეთში ტურისტული მომსახურების ნასყიდობის დასაბუთება (ტურისტული ვიზის შემთხვევაში);
3) საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საელჩოს ნოტა (დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი)
4) ვოევოდის მიერ გაცემული დაპირება უცხოელისთვის მუშაობის ნებართვაზე (მუშაობის მიზნით)
5) ქმედითი ცნობა სკოლიდან ან უმაღლესი სასწავლებლიდან (სკოლაში ან უმაღლეს სალწავლებელში სწავლის მიზნით).
სავიზო ანკეტები დამოწმებული განმცხადებლის პირადი ხელმოწერით მიიღება:
ორშაბათობით 14სთ-დან 17სთ-ამდე
სამშაბათობით და ხუთშაბათობით 11სთ-დან 14სთ-ამდე
პოლონეთში შესვლისას უცხოელი ვალდებულია იქონიოს ფინანსური საშვალებები, შესვლის, ყოფნის და პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გამოსვლის ხარჯების დასაფარავად, აგრეთვე ნაყიდი სამედიცინო დაზღვევა.
მიღებული ვიზა არ აძლევს უცხოელს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის გარანტიას. უცხოელის პოლონეთის რესპუბლიკის  ტერიტორიაზე შესვლის თაობაზე საბოლო გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო დაცვის სამსახური.
კონსულის გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე ხდება საბუთების ჩაბარების დღიდან 2 კვირის შემდეგ
2008 წლის 1 იანვრიდან სავიზო ანკეტის მიღების და განხილვის საკონსულო ღირებულების გადახდა ხდება ევროს (Euro) ვალუტაში
სავიზო ანკეტის მიღების და განხილვის საკონსულო გადასახადის ღირებულება: 
ერთიანი აერპორტის გავლით შენგენის ვიზა -  60  ევრო (Euro)
ერთიანი სატრანზიტო შენგენის ვიზა:
  • ერთჯერადი (არაუმეტეს 5 დღის ვადით) - 60 ევრო (Euro)
  • ორჯერადი (არაუმეტეს 5 დღის ვადით) - 60 ევრო (Euro)
  • მრავალჯერადი (არაუმეტეს 5 დღის ვადით) - 60 ევრო (Euro)
ერთიანი მოკლევადიანი (ყოფნაზე) შენგენის ვიზა:
  • ერთჯერადი (90 დღემდე) - 60 ევრო (Euro)
  • ორჯერადი (90 დღემდე) - 60 ევრო (Euro)
  • მრავალჯერადი (90 დღემდე) - 60  ევრო (Euro)
გრძელვადიანი ეროვნული ვიზა:
  • ერთჯერადი (90 დღეზე მეტი) - 60 ევრო (Euro)
  • ორჯერადი (90 დღეზე მეტი) - 60 ევრო (Euro)
  • მრავალჯერადი (90 დღეზე მეტი) - 60  ევრო (Euro)

http://www.tbilisi.polemb.net/index.php?document=118



განახლებულია: 2008-07-16
   ყველა უფლება დაცულია. აირლაინს