საფრანგეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება მუშაობს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, დილის 9სთ-დან 13სთ-მდე და დღის მეორე ნახევარში 14სთ-დან 18სთ-მდე, ხოლო პარასკევობით მხოლოდ დილით 9სთ-დან 13 სთ-მდე.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ადმინისტრაციული და საკონსულო აუცილებელი პროცედურის გათვალისწინებით, ცდილობს რაც შეიძლება უმოკლეს დროში დააკმაყოფილოს ვიზებზე განაცხადი. ზოგადად, საფრანგეთის საელჩო რვა სამუშაო დღეზე ნაკლებ ვადამდე პასუხს ვერ იძლევა (შაბათ-კვირა და უქმე დღეები არ ითვლება).
საფრანგეთში, ისლანდიასა და ნორვეგიაში გამგზავრების მსურველებმა (ამ ორ სახელმწიფოსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო წარმოადგენს) შეხვედრა უნდა ითხოვონ შემდეგ ნომერზე : 822 00 70 33 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 9 სთ-დან საღამოს 18 სთ-მდე.
ვიზაზე განაცხადი მიიღება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული შეხვედრის შემთხვევაში ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით დილის 9 სთ-დან 13 სთ მდე.
საგანგებო ან განსაკუთრებული შემთხვევები ფაქსით აცნობეთ (00 995 32 98 71 15) ან ელ. ფოსტით (visasfrance@access.sanet.ge)
ვიზაზე განაცხადის მსურველებს მოეთხოვებათ ყურადღება გაამახვილონ დოსიეს შედგენისას. რაიმე საბუთის არქონა დოსიეში დააგვიანებს მის განხილვას ან უარის თქმის საფუძველი გახდება.
დოსიეს დატოვებისას შეტანილი თანხა არავითარ შემთხვევაში არ იძლევა ვიზის მიღების გარანტიას. აღნიშნული თანხა მხოლოდ დოსიეს შესწავლისთვისაა განკუთვნილი.
1. მოკლევადიანი ვიზები (ტურისტული, საქმიანი, ოჯახური ან კერძო მოწვევა, ტრანზიტული, მრავალჯერადი) 
მოკლევადიანი ვიზის სტანდარტული ფასი 60 ევროა (ეკვივალენტი ადგილობრივ ვალუტაში შესაბამისი კურსით). 25 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის საფრანგეთის ვიზები უფასოდ გაიცემა.
მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნისას დოსიე უნდა შედგებოდეს :

მოწვევა (Attestation d’accueil)(ორიგინალი + 1 ასლი), აუცილებლად არაუმეტეს სამთვიანი მოპატიჟებით

აღნიშნული მოწვევა (Attestation d’accueil)გაიცემა მომწვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მერიის მიერ. საკონსულოს ბეჭედდასმული მოწვევის ორიგინალი უბრუნდება გამგზავრების მსურველს, რომელსაც ის წარადგენს შენგენის სივრცეში შესვლისას.

განმცხადებლის ფინანსური გარანტიები შენგენის სივრცეში მისი ვიზიტის ხანგრძლივობის შესაბამისად.

მომწვევის ფინანსური შემოსავლები (ხელფასის ბოლო სამი თვის ცნობა, საიჯარო ან საკუთრების ხელშეკრულება (contrat de bail ou de propriété) ან საგასახადო უწყება (avis d’imposition).

მომწვევის წერილი რომ საკუთარ თავზე იღებს თქვენი ბინით უზრუნველყოფისა და თქვენს იქ ყოფნისა და მგზავრობის ხარჯებს + იძლევა პატიოსან სიტყვას, რომ მისი სტუმარი უკან, საქართველოში დაბრუნდება.

მომწვევის პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ცხოვრების უფლების საბუთი მოქმედი ვადით)

ცნობა სამუშაო ადგილიდან (მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ცნობა სასწავლებლიდან) 60 დან 90 დღემდე გამგზავრებისთვის, ცნობა რომ ნება ეძლევა დროებითი გაცდენისთვის

დაზღვევა

საერთაშორისო პასპორტი მოქმედი ვადით + 1 ასლი (აუცილებელია დაურთოთ პასპორტში არსებული სხვა ვიზების ასლებიც)

პირადობის მოწმობა + 1 ასლი

2 ფოტოსურათი

დოსიეს გადასახადი 60 ევრო (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი კურსით

ოჯახური მოწვევისას: ნათესაობის დამამტკიცებელი საბუთი (სამოქალაქო აქტი ფრანგულად თარგმნილი და ლეგალიზებული)
ყველა ქართული საბუთი აუცილებლად უნდა იყოს ნათარგმნი ფრანგულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული
პარასკევობით საკონსულო დაკეტილია
ტურისტული ვიზა :
მოკლევადიან ვიზაზე განაცხადის შეტანისას დოსიე უნდა შედგებოდეს შემდეგი საბუთებისგან :
- სასტუმროს ჯავშანი
- ბილეთის ჯავშანი
- ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი ცნობა :

სამოგზაურო ჩეკები ან საკრედიტო ბარათი მოქმედი ვადით

ან სასტუმროში თანხის გადარიცხვის ქვითარი

ან მესამე პირის ფინანსური გარანტია

ან ბოლო სამი თვის საბაკო ანგარიშის ამონაწერი
- პროფესიის ან ქმედითუნარიანობის დამადასტურებელი ცნობა : ცნობა სამუშაო ადგილიდან ( სტუდენტებისთვის ცნობა სასწავლებლიდან)
- არასრულწლოვნებმა (18 წლამდე) უნდა წარმოადგინონ მშობლების ნებართვა თუ ორივე მშობლის თანხლებით არ მოგზაურობენ. ნებართვაში მითითებული უნდა იყოს ქვეყანა, სადაც ის მიემგზავრება და მოგზაურობის თარიღები.
- საერთაშორისო პასპორტი მოქმედი ვადით+ 1 ასლი ( აუცილებელია ძველი ვიზების ასლებიც)
- პირადობის მოწმობა + 1 ასლი
- დოსიეს ღირებულება 60 ევრო ( ეკვივალენტი ადგილობრივ ვალუტაში შესაბამისი კურსით)
ყველა ქართული საბუთი უნდა იყოს ფრანგულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული
პარასკევობით საკონსულო დაკეტილია
საქმიანი მოწვევა
მოკლევადიან ვიზაზე განაცხადისას დოსიე უნდა შედგებოდეს შემდეგი საბუთებისგან:
- მოწვევა ფრანგული ფირმისგან ან თქვენი მოგზაურობის მიზნის დამადასტურებელი საბუთი(ორიგინალი+1 ასლი)
- ფირმის სავაჭრო ბრუნვა ან სარეგისტრაციო ნომერი
- პროფესიის დამადასტურებელი ან პიროვნების ქმიდითუნარიანობის ცნობა
- ვიზიტის დროს იქ ყოფნის ფინანსური გარანტიები: ცნობა, რომ მომწვევი ორგანიზაცია საკუთარ თავზე იღებს თქვენს იქ ყოფნის ხარჯებს, ან საბანკო ანგარიშიდან ბოლო სამი თვის ამონაწერი, ან საერთაშორისო საბანკო ბარათი, ან სამოგზაურო ჩეკი
- სასტუმროს ჯავშანი ან მომწვევი ორგანიზაციის მიერ თქვენი იქ ყოფნის ხარჯების დაფინანსების საბუთი
- დაზღვევა
- საერთაშორისო პასპორტი მოქმედი ვადით+ 1 ასლი (ძველი ვიზების ასლები სავალდებულოა)
- პირადობის მოწმობა + 1 ასლი
- 1 ფოტოსურათი
- დოსიეს ღირებულება 60 ევრო (ეკვივალენტი ადგილობრივ ვალუტაში შესაბამისი კურსით)
- ყველა საბუთი ქართულ ენაზე უნდა იყოს აუცილებლად ფრანგულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული
პარასკევობით საკონსულო დაკეტილია
ვიზის გაცემა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა. არ ხდება ვიზაზე უარის მოტივირება და ახსნა-განმარტება.
თაღლითობისა და გაყალბების მრავალი შემთხვევის გამო, ვიზაზე განაცხადის მსურველებს მოვუწოდებთ ყურადღება გააამახვილონ შემდეგ პუნქტებზე :
საფრანგეთის საელჩოს საკონსულოს არ ჰყავს ნდობით აღჭურვილი წამომადგენელი და საკანცელარიო მომსახურების თანხის (60 ევრო) გარდა არ იღებს სხვა ანაზღაურებას. კერძო შუამავლების შემოთავაზებებს ნუ გამოეხმაურებით. მათ არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ საკონსულოს გადაწყვეტილებებზე, თქვენ კი შესაძლოა მოხვდეთ შავ სიაში.
ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია ან გაყალბებული საბუთის წარდგენა იწვევს ვიზაზე უარს და განმცხადებლის შავ სიაში შეტანას.
სპორტულ ან კულტურულ ჯგუფებში იმ პირთა შეყვანა, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ამ მგზავრობასთან, იწვევს უარს ჯგუფის მთელ შემადგენლობაზე და ორგანიზაციების შავ სიაში შეტანას.
ვიზაზე უარი შეიძლება გადაისინჯოს. საგანგებო მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ეს სიტუაცია უნდა აცნობონ საკონსულოს თანამშრომელს, რომელსაც მათი დოსიე აბარია.
2.
გრძელვადიანი ვიზები 
ფაილები PDF-ის ფორმატში:
აშშ-ს ტერიტორიაზე დაშვება
2003 წლის 1 ოქტომბრიდან, მხოლოდ ოპტიკური დამცავნიშნიანი პასპორტის მფლობელები დაიშვებიან უვიზოდ ამერიკის ტერიტორიაზე. ძველი მოდელის პასპორტების მფლობელებმა უნდა მოითხოვონ ვიზა აშშ-ს საელჩოში.