/ გერმანია

ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის
http://www.tiflis.diplo.de/Vertretung/tiflis/ka/04/HB__Informationen__f_C3_BCr__Georgier.html

სავიზო განაცხადის შემოტანის წინაპირობები
ვიზებზე საბუთების შემოტანა ხდება მხოლოდ წინასწარი სატელეფონო შეთანხმების შემდეგ. საბუთების მიღების დღე და საათი შეგიძლიათ შეათანხმოთ:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -დან 18:00 სთ-მდე ტელეფონის ნომერზე 822 007 001, გვარისა და პასპორტის ნომრის მითითებით. ერთი ზარის ღირებულება შეადგენს 2 ლარს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ
სავიზო განაცხადის შემოსატანად განმცხადებლებს დიდხანს უწევთ ლოდინი
უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად იმატა სავიზო განაცხადების რიცხვმა. ამიტომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, განმცხადებლებს (თარიღისა და დროის დანიშვნისათვის) ოპრერატორთან ტელეფონით დაკავშირებიდან საკონსულოში საბუთების შემოტანამდე დიდხანს უწევთ ლოდინი (ამჟამად დაახლოებით 14 კვირა). ვინაიდან სავიზო განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობა შეზღუდულია, საკონსულოს ყოველდღიურად მხოლოდ გარკვეული რაოდენობის განაცხადის მიღება შეუძლია. აქედან გამომდინარე, გერმანიის საელჩო თხოვს განმცხადებლებს, რომ დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 14 კვირით ადრე ტელეფონით დაუკავშირდნენ ოპერატორს (ტელ: 822-007-001), სავიზო განყოფილებაში განაცხადის შემოსატანად თარიღისა და დროის დანიშვნის მიზნით.
შენგენის ვიზა
მოკლევადიანი ვიზიტებისატვის, მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში ყოფნის უფლებით
ვიზა გრძელვადიანი ვიზიტებისთვის
სავიზო განაცხადის ფორმა
აქ თქვენ შეგიძლიათ გადმოტვირთოთ სავიზო განაცხადის ფორმა (ანკეტა). ასევე შეგიძლიათ ნახოთ შევსებული განაცხადის ნიმუშები.
http://www.tiflis.diplo.de/Vertretung/tiflis/ka/04/HB__Informationen__f_C3_BCr__Georgier.html

განახლებულია: 2008-07-15
   ყველა უფლება დაცულია. აირლაინს